უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის სამუშაოები სიღნაღის
მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში-ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში,
ბოდბისხევში, ჯუგაანსა და ტიბაანში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის შვიდ სოფელში 170კმ სიგრძის წყალსადენი ქსელი უკვე
მოეწყო და ორი რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო
ჭაბურღილების მოწყობა უახლოეს დროში დაიწყება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელში-ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში,
საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში,
ქვ.მაღაროში ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი
წყალმომარაგებისთვის ახალი პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
პროექტს წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ
მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
[R]
მასალის გამოყენების პირობები