ინფრასტრუქტურა
მუდმივი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემა მოეწყობა
სოფელ ჯიმითისა და ნანიანის მუდმივი წყალმომარაგებისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს.

აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ ფუნქციონირებს, შესაბამისად,  ცვალებადია წყლის დებეტი, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტით გათვალისწინებულია სოფლებში არსებული სათავე ნაგებობისა და ჭაბურღილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დამატებით მოეწყობა რამდენიმე ჭაბურღილი, სატუმბი სადგური, რეზერვუარი და წყალმომარაგების ახალი ქსელი.

მუდმივი წყალმომარაგების პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჯიმითისა და ნანიანის 2 000-ზე მეტი მოსახლე სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google