ინფრასტრუქტურა
კაკაბეთი-ჭერემის გზის მშენებლობის პროექტი მზად არის
როგორც ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კაკაბეთი-ჭერემი-ზეგაანის გზის რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს. მშემებლობის საკითხი ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა. speqtri.ge დაინტერესდა, როდის იწყება რეაბილიტაცია.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, პროექტი უკვე შედგენილია, თუმცა კონკრეტულად როდის გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ რეაბილიტაციაზე, ცნობილი არ არის.                         

ცნობისთვის, აღნოშნული გზით არამარტო სოფელ ჭერემს მოეხსნება ტრანსპორტირების პრობლემა, არამედ ეს  საქალაქთაშორისო მნიშვნელობის მონაკვეთი იქნება. თბილისიდან გურჯაანის მიმართულებით აღნიშნული მაგისტრალის გავლით, მძღოლი  საკმაო მანძილს დაზოგავს.
| Print |
FaceBook Twitter Google