ინფრასტრუქტურა
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს და ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს 16.6 კილომეტრი სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზისა და 6 ხიდის მშენებლობას. მისი ღირებულება 87.8 მილიონი ლარია და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.

„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.წნორის შემოვლით გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „China Road and Bridge Corporation“ ააშენებს. მშენებლობის დასრულების ვადა 2 წელია“-ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google