ინფრასტრუქტურა
საქართველო რუსეთისგან 50 მილიონი ევროს ღირებულების ვაგონებს შეისყიდის
თბილისის მეტრო 44 ახალ ვაგონს 50 მილიონ ევროდ რუსული კომპანია "მეტროვაგონმაში" იყიდის. ინფორმაციას, რუსული სააგენტო “tass” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის პასუხში “tass”-ის წარმომაგენლისადმი ნათქვამია, რომ ტენდერი დონორმა ორგანიზაციამ, EBRD-მა გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანია, “მეტროვაგონმაში” გახდა . შესყიდვის ღირებულება 49,19 მლნ ევროა.

გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისის მერია ,ევროპის ბანკის მხარდაჭერით, აპირებს 10 მეტროსადგურის, მათ შორის” მეტრო ვარკეთილის, რეაბილიტაციას, სადაც 2018 წლიდან 15 ადამიანია დაშავებული.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები EBRD / მეტრო / რუსეთი /