ინფრასტრუქტურა
გურჯაანიდან ვეჯინამდე გაზსადენის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანიდან ვეჯინამდე კომპანია "სოკარი" ახალ გაზგაყვანილობას აკეთებს, რადგან ძველს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა.
ამის შესახებ speqtri.ge-ს  სოკარ ჯორჯია გაზის აღმოსავლეთ რეგიონალური ოფისის გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერმა, გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა.

"სოფელ გურჯაანში, მოხრეშილი გზა, რაც დაზიანდა, უკვე აღდგენილია, ასფალტის საფარი არსად არ გადაგვითხრია. ამჟამად გზის ნაპირზე მიმდინარეობს სამუშაოები. ძველ გაზსადენს ექსპლუატაციის ვადა გასდის და უსაფრთხო მიწოდება რომ მოხდეს, საჭირო გახდა ახალი გაზსადენის მშენებლობა,“- აღნიშნა გიორგი მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები, რადგან ზამთრის სეზონზე თოვლისა და ყინვის გამო ხშირად უწევთ გაჩერება.
| Print |
FaceBook Twitter Google