ინფრასტრუქტურა
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.

„ ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.“ - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში აკრძალული იყო. 

| Print |
FaceBook Twitter Google