საქართველოს რკინიგზამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD)
500 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“
ავრცელებს.
ტექნიკური დახმარების მიზანი - სარკინიგზო ტრანსპორტის მდგრადი
განვითარების ხელშეწყობა და მისი ევროკავშირის რეგულაციებთან
ჰარმონიზაციის მხარდაჭერაა.
„საქართველოში ინვესტირებისა და სატვირთო გადაზიდვების ბაზრის
გაფართოების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება:
ეროვნული სარკინიგზო პოლიტიკის დოკუმენტი, რეგიონულ კონტექსტში -
სატვირთო გადაზიდვების ბაზრის კვლევა და მისი განვითარების სტრატეგია.
ასევე მომზადდება საინვესტიციო გეგმა (მათ შორის - მოძრავი
შემადგენლობისთვის).
დასახული მიზნების სწორად განხორციელებისთვის, AFD-ის რეკომენდაციით,
საქართველოში ფრანგი ექსპერტი ჩამოვა, რომელიც საქართველოს რკინიგზისა
და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს კონსულტაციებს გაუწევს.
მისია, რომელიც აპრილში დაიწყება დაახლოებით 12/18 თვე
გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ AFD საფრანგეთის საჯარო ფინანსურ ინსტიტუტია,
რომელიც მსოფლიო მასშტაბით პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას
უზრუნველყოფს და ისეთ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს
როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB).“,- ვკითხულობთ
განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები