ინფრასტრუქტურა
გურჯაანში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, კოტეხისა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათივე თქმით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

წინასწარი ცნობით, მოეწყობა 3 კმ-მდე სიგრძის ახალი გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. პროექტის ბიუჯეტია 1 879 999 ლარი.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა, შოთა კაკაბაძემ.

დღესვე, ილია ბეგიაშვილმა და შოთა კაკაბაძემ ინფრასტრუქტურული პროექტები სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც დაათვალიერეს.
| Print |
FaceBook Twitter Google