ინფრასტრუქტურა
ახმეტაში კახეთის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქალაქ ახმეტაში, კახეთის ქუჩის მოსახელობას წლებია გზის პრობლემა აწუხებს და ამ დრომდე, მის რეაბილიტაციას უშედეგოდ ითხოვნდნენ.
სულ მალე ამ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მერიამ ტენდერი 415 682 ლარზე უკვე გამოაცხადა, რომელიც ორ ივნისს დასრულდება.

სამუშაოებისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ტენდერის პირობების თანახმად, უნდა მოეწყოს ასფალტო-ბეტონის საფარი, კიუვეტები და ეზოებში შესასვლელები.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გზის რეაბილიტაცია 4 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. 



| Print |
FaceBook Twitter Google