ინფრასტრუქტურა
ხორნაბუჯი-სამთაწყაროს გზის მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 28 კმ-იანი ხორნაბუჯი-სამთაწყაროს მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე, რომელიც კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის, რეაბილიტაციის სამუშაოები 30 წელია არ ჩატარებულა

პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და საერთო ღირებულება 20.7 მლნ ლარს შეადგენს

პროექტი სავარაუდოდ 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google