ინფრასტრუქტურა
ვინ განახორციელებს გურჯაანის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციას
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იყო გამოცხადებული, დასრულდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა.

კულტურის ცენტრში გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემებს შპს "ინტექსი" მოაწყობს. ტენდერი ამჟამად ხელშეკრულების მომზადების პროცესშია. 

აღნინული კომპანიის გარდა ტენდერში მონაწილეობა სხვა არავის მიუღია. ტენდერით ნაკისრ ვალდებულებებს "ინტექსი" 799 999 ლარად შეასრულებს.

პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს. პროექტის ფარგლებში ასევე, შეიცვლება შენობის შიდა კარ-ფანჯრები.

ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ, ნაკისრი ვალდებულებები 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

ცნობისთვის, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ტენდერიუკვე მესამედ გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google