ინფრასტრუქტურა
სოფელ ნასამხრალში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ნასამხრალში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, 310 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

ცნობისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენერჯი გრუპი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 198 000 ლარი დაიხარჯება.





| Print |
FaceBook Twitter Google