ინფრასტრუქტურა
ლაგოდეხში მთის მდინარეთა კალაპოტებზე გაბიონები და ჯებირები შენდება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მთის მდინარეთა კალაპოტებზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო გაბიონისა და დამცავი ჯებირების მშენებლობა მიმდინარეობს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


ლაგოდეხი მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სტიქიის პრევენციის მიზნით, დამცავი ჯებირების მშენებლობა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

„სოფ. ცოდნისკარში, მდინარე ნინოს ხევზე მიმდინარეობს ახალი რკინა-ბეტონის ხიდის და ნაპირსამაგრი გაბიონის მშენებლობა; მდინარე ჭვარტლისხევზე - ნაპირსამაგრი ბეტონის კედლის მშენებლობა. დამცავი გაბიონი ეწყობა, მდინარე კაბალის ხევზე; სოფელ ქვემო გურგენიანში - მდინარე ნინოსხევზე; სოფ კართუბანში - მდინარე ბაისუბნის ხევის მიმდებარედ და სოფელ ვერხვისმინდორში - მდინარე არეშზე,“ - განმარტავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, გაბიონების მშენებლობა 1 688 გრძ.მეტრ მონაკვეთზე ხორციელდება და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2 319 221 ლარით ფინანსდება.

| Print |
FaceBook Twitter Google