ინფრასტრუქტურა
სოფელ საქობოში გზებს, სანიაღვრე არხებსა და ხიდ-ბოგირებს აკეთებენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით, გზის რეაბილიტაცია 440 გრძ.მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მოასფალტებასთან ერთად, სანიაღვრე არხების, ცხაურებისა და საკარმიდამო ნაკვეთებზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს. უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ახლადდაგებულ გზაზე, საგზაო ნიშნებიც მოეწყობა.

მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 302 660 ლარს შეადგენს.

მერიაში აღნიშნავენ, რომ სოფელ საქობოში, ასფალტო-ბეტონის საფარით, საუბნო გზები არასდროს ყოფილა მოწესრიგებული.


| Print |
FaceBook Twitter Google