ინფრასტრუქტურა
სოფელ მირზაანში ახალი ტურისტული სივრცე მოეწყო
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კომპანიამ ,,ეკო ვილაჯიო“ ტურისტული სივრცე მოაწყო. ახლადგახსნილი სასტუმრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ, და სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო - საინვესტიციო სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა დავით დეკანოიძემ დაათვალიერეს.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სივრცის მოწყობისათვის ინვესტიციის მოცულობამ 225,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170,000 ლარია. სასტუმროში, რომელიც ხის ათ კოტეჯს აერთიანებს, 13 ადგილობრივია დასაქმებული.





| Print |
FaceBook Twitter Google