ინფრასტრუქტურა
სოფლების - ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირკოკისა და ჭანდრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
„პროექტის მიხედვით, მოასფალტდება 568 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, დაიდგმება საგზაო ნიშნები,“- აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "იმედი დიდუბე" ასრულებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 479 000 ლარი დაიხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google