ინფრასტრუქტურა
სიღნაღში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტი 13 სოფელს მოიცავს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პროექტი, რომელიც 13 სოფელს მოიცავს, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტში ჩართულია სოფლები: ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, საქობო, ბოდბისხევი, ჯუგაანი, ტიბაანი, ქვ.მაჩხაანი, ბოდბე, ქვ.მაღარო, ილიაწმინდა, ხორნაბუჯი და ხირსა.

მათივე ცნობით, სოფელ ილიაწმინდაში უკვე დაიწყო წყლის რეზერვუარის მშენებლობა. ამასთან ერთად, სოფელში წყლის მილების დაქსელვაც სრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ილიაწმინდაში წყალი 250 ოჯახს მიეწოდება.

„სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში იყო არაერთი გამოწვევა, რომლებიც დაძლეულია და სულ მალე სოფლებს ექნება ხარისხიანი წყალი. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტი დროის გნსაზღვრა რთულია, თუმცა პროექტის ვადა 2023 წელს იწურება და ამ დროისთვის ვვარაუდობთ, რომ წყალი სოფლებში უკვე იქნება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სოფლებში წყლის გაშვება ეტაპობრივად მოხდება,“ - აცხადებენ მერიაში.

პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აფინანსებს.




| Print |
FaceBook Twitter Google