ინფრასტრუქტურა
ახმეტაში 5 საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეიქმნა
ახმეტის მუნიციპალიტეტში 5 საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეიქმნა. მერიის ინფორმაციით, ტურისტული ბილიკები გამოყენებული იქნება, როგორც შიდა ტურიზმში, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ტუროპერატორების მიერ.

ახლადშექმნილი ტურისტული მარშრუტებია:

• ზემო ხოდაშენი - უძირო ტბა - საჩინოს ეკლესია;
• ქისტაური - რ.ერისთავის მუზეუმი - ქისტაურის ყველაწმინდის ტაძარი, ნათლისმცემლის კოშკი
• ალვანი - ცხრაკარას სასახლე - იოანე ნათლისმცემლის ეკლესია;
• ახმეტა - ახმეტის წყაროების ტყე-პარკი - ახმეტის მთავარანგელოზთა ეკლესია - ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია;
• მატანი - მატნის ციხე-გალავანი - მატნის ცხრაკარას მონასტერი.

„აღნიშნული მარშრუტები ხელს შეუწყობს ახმეტის ტურიზმის განვითარებას, კულტურული და ბუნებრივი რესურსების ცნობადობის გაზრდას, ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლების ზრდას,“- აცხადებენ მერიაში.


ტურისტული მარშრუტები ახმეტაში მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შეიქმნა.
| Print |
FaceBook Twitter Google