ინფრასტრუქტურა
ყვარელში წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთის  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყვარელში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მათივე თქმით, პროექტების მიხედვით გათვალისწინებულია: ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მოწყობა.

"პროექტების მიხედვით გათვალისწინებულია: ჭაბურღილებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების განახლებული ქსელის მოწყობა. ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 35% უკვე შესრულებულია,"-აცხადებენ რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

მათივე განმარტებით, ასევე, მიმდინარეობს პროექტი, რომელიც წყალარინების გამწმენდი ნაგებობობის პროექტირებასა და მშენებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ყვარელში 54 მლნ. ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც ყვარელის 7 700-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.




XX


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი /