ინფრასტრუქტურა
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ინტენსიური თოვის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


| Print |
FaceBook Twitter Google