ინფრასტრუქტურა
გურჯაანში სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომრაციით, ქალაქ გურჯაანში სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება.
სკოლის კაპიტალური რემონტისა და რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. მონაწილე ერთადერთმა კომპანია შპს „რემონტი2“-მა ტენდერში 567, 567.00 ლარად გაიმარჯვა.

როგორც სატენდერო პირობებიდან ირკვევა, თანხის 95% რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ხოლო 5% პროცენტი - ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას გამარჯვებულ კომპანიასთან ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

„პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ასევე კეთილმოეწყობა სკოლის ეზო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სამუშაოებზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და ტენდერის პროცედურების დასრულების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 570 000 ლარამდე დაიხარჯება,“ - აცხადებენ მერიაში.



| Print |
FaceBook Twitter Google