ინფრასტრუქტურა
რეგიონებისთვის მთავრობა 154 ავტობუსს შეიძენს
საქართველოს მთავრობა Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო5-ის სტანდარტის 154 ახალ ავტობუსს შეიძენს, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი ავტობუსების შეძენა კიდევ უფრო კომფორტულს გახდის გადაადგილებას.


„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე მინდა ვაცნობო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8 მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლების რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან. წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება იყო დაკავშირებული პრობლემებთან და ამიტომ, ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ კიდევ უფრო მეტად კომფორტული იყოს გადაადგილება ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


აქვე შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებულია 10 ავტობუსი, რომელთა შემოსატანადაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 9-თვიანი ვადა აქვს.


| Print |
FaceBook Twitter Google