ინფრასტრუქტურა
გურჯაანის მუნიციპალიტეტს 3 ერთეული სპეც ტექნიკა გადაეცა.
„მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტს 3 ერთეული სპეც ტექნიკა გადასცა.
როგორც ცნობილია, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს სულ 10 ერთეული პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანა, ნარჩენების შესაგროვებელი და საპრესით აღჭურვილი 23 ერთეული 7მ³ და 13მ³ მოცულობის სპეციალური მანქანები გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს [ყვარელი, ახმეტა, გურჯაანი, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო], პროგრამის ფარგლებში, ჯამში, ნარჩენების შესაგროვებელი 35 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 5 703 კონტეინერი გადაეცა.

ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის პროექტის ღირებულება ჯამში 6 800 000-მდე ევროს შეადგენს.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნარჩენები /