ინფრასტრუქტურა
შეზღუდვა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ 27-კმ 60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამო, 2023 წლის 10 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც ცნობილია, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ცნობისთვის, სამუშაოებს შპს „დაგი+“ აწარმოებს.

| Print |
FaceBook Twitter Google