ინფრასტრუქტურა
გურჯაანის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციაზე 574 766 ლარი დაიხარჯება
გარე ფასადის აღდგენის შემდეგ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციაც დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროცესი აქტიურ ფაზაშია. მათივე ცნობით, სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 574 766 ლარი დაიხარჯება.


„პროექტის მიხედვით, სრული რეაბილიტაცია უტარდება შენობის ორივე სართულს. იცვლება კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები, იატაკის საფარი, გარემონტდება სასწავლო ოთახები, დარბაზი და დერეფნები. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და ახალი ღობის მოწყობა.“ - აცხადებენ მერიაში.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს გურჯაანის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ჯორჯიან ინჟინირინგი" ასრულებს.




| Print |
FaceBook Twitter Google