ინფრასტრუქტურა
დედოფლისწყაროში რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მიმდინარეობს დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია.
როგორც მერიაში განმარტავენ, იცვლება მთლიანი კომუნიკაციები. მოეწყობა 4კმ-იანი ველობილიკი, ასევე ხელოვნური ტბა, სადაც იქნება კაფეტერია. დაგეგმილია, სამი საბავშვო დასასვენებელი მოედანის მოწყობა. ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას ექნებათ ძალიან კარგი რეკრეაციული პარკი, სადაც შეეძლებათ, რომ დაისვენონ.

დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, აღნიშნული პარკი ტურისტებს მოიზიდავს.

“დედოფლისწყაროსვის არაჩვეულებრივი პროექტი ხორციელდება. პირველად ჩვენი მუნიციპალიტეტის არსებობის ისტორიაში, 17 ჰექტარზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა გვექნება, რომელიც აქამდე არასდროს  გვქონია. ჩემი აზრით, ეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს პარკი ისეთ ადგილას არის, რომ მთელ მუნიციპალიტეტს მოემსახურება და დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი წერტილიც იქნება. მოუთმენლად ველოდები სამუშაოების დასრულებას,”-აცხადებს დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

მერიის ინფორმაციით, პარკის რეაბილიტაცია 2024 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.







| Print |
FaceBook Twitter Google