ინფრასტრუქტურა
ყვარელში ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება მიმდინარეობს
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ყვარელში უკვე დასრულდა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. ამ ეტაპზე ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება მიმდინარეობს.
შედეგად, 6 შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცი და შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეები

“ყვარლის მუნიციპალიტეტში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, განხორციელდა, როგორც საერთო საცხოვრებლების, ისე კერძო საცხოვრებლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. საერთო საცხოვრებლების მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მოეწყო მცირე სკვერი განათებებით და ატრაქციონებით. ეს უმნიშვნელოვანესია ამ ქალაქისთვის, ამ რეგიონისთვის როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე ხვალინდელი მომავლისთვის და ჩვენი ხალხისთვის,”-აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ცნობისთვის, პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 8.9 მილიონი ლარია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ყვარელი /