სოფლის მეურნეობა
გაგრძელდება თუ არა "მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი“
კლიმატური პირობების გამო, ფერმერებმა იმ პროექტის გაგრძელება ითხოვეს, რომელიც მათთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელის დავით კიკნაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ძირითადად ქვემო ქართლიდან იწყება ყოველი წელის თებერვალში, რათა აგროვადები არ დაირღვას.

"წელსაც, პროგრამა მას შემდეგ დაიწყება, როცა მთავრობა დაამტკიცებს. ბარათების დარიგების შემდეგ, შევატყობინებთ თვითმმართველობებს, როდემდე შეეძლებათ ფერმერთა სიის კორექტირება. სავარაუდოდ, ცვლილების შეტანის ვადა აპრილის ბოლომდე გასტანს. როგორც ვფიქრობთ, არაფრის შეცვლა აღარ დაგვჭირდება, იგივე სიები იქნება, რაც გასულ წელს."

დავით კიკნაძის განმარტებით, 2016 წლისთვის პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება გასული წლის კლიმატური პირობებისა და ბენეფიციარების თხოვნის გამო მიიღეს.

" 2015 წელს ბევრი საშემოდგომო სამუშაო ჩატარდა. თუმცა, კლიმატური პირობების გამო, ზოგმა ვერ მოასწრო. ჩვენი ბენეფიციარების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ პროგრამა კიდევ გაგრძელებულიყო. ამ მიზეზების გამო, მიმდინარე წელსაც განხორციელდება.

2016 წელს პროექტში ჩაერთვებიან:

• ბენეფიციარები რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-დან 1.25- ჰა-ს ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით (მიწის ფართობის პროპორციულად).

• ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0-დან 0.25 ჰა-მდე მიწის ფართობი 50 ლარიანი აგრო ბარათით ისარგებლებენ.

• ბენეფიციარებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, მიიღებენ ,,აგრობარათს" 1 ჰა-ზე 140 ლარის განგარიშებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად.
მცირემიწიან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ,,აგრო ბარათით" შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო საქონელი) სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ერთიანად, ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ფერმერები /