სოფლის მეურნეობა
შუა აზიიდან თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგები შემოიტანეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეაბრეშუმეობის განვითარების საკითხები განიხილეს. დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის შუა აზიიდან საქართველოში შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების მოსახლეობისთვის ორგანიზებულად დარიგების მიზნით, სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადაა კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებით დაინტერესებული ბენეფიციარების მოძიება და მათთვის ნარგავების მოვლისა და ფორმირების შესახებ კონსულტაციების გაწევა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია "ასკანელი ძმების" დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები. მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში კომპანია  "ასკანელი ძმების"დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ და ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის 100 ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცეს. პროექტის თანახმად,ბენეფიციარებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.
| Print |
FaceBook Twitter Google