სოფლის მეურნეობა
“საქართველოს მელიორაცია" გურჯაანში სპეცტექნიკის მობილიზებას გეგმავს
“საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონის დირექტორი ნიკოლოზ ქურთიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გივი გერგიძესა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა. -“მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა პროექტებს ვახორციელებთ. მოვისმინეთ აზრი, რათა აღნიშნულ პროექტებში ჩართვა ერთობლივად მოხდეს. ჩვენი მიზანია, თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მელიორაციის კუთხით 12 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტები მოიცავს გურჯაანს, გარდამავალია და სიღნაღშიც გადადის.“- აღნიშნა ნიკოლოზ ქურთიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს “საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანში რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკის მობილიზებასაც გეგმავს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მელიორაცია /