სოფლის მეურნეობა
პანკისელებს კოოპერატივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს სოფელ დუისში შეხვდა. გიორგი მიშელაძემ შეხვედრაზე დეტალურად განმარტა თუ რა ტექნიკური პროცედურების გავლაა საჭირო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეგისტრაციასა და სტატუსის მოპოვებისათვის და რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ასევე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, კოოპერატივების შექმნა ხელს შეუწყობს, ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას.

კახეთის რეგიონში დღეისათვის 112 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.


| Print |
FaceBook Twitter Google