სოფლის მეურნეობა
კოოპერატივებს 40 000-დან 75 000 ლარამდე ღირებულების აღჭურვილობა გადაეცემათ
საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. პროექტის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები, რათა ადგილზე შეძლონ რძის ხარისხის დადგენა.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

-"ეს გულისხმობს 40 000-დან 75 000-მდე ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას დაახლოებით 30-მდე კოოპერატივისთვის. პროგრამა ასეთ კოოპერატივებს საშუალებას მისცემს არამარტო ადგილებზე შეაგროვონ რძე და უფრო მსხვილ მწარმოებლებს მიაწოდონ, არამედ თითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის, ყველის წარმოებაზე გადავიდნენ, რაც სოფლად მცირე მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google