სოფლის მეურნეობა
როგორ ვუმკურნალოთ ნერგებს - შეხვედრა ვაზისუბნის მოსახლეობასთან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვაზის, ატმისა და ბლის ნერგებზე გავრცელებული ვირუსების შესახებ კონსულტაცია გაუწიეს.
აღნიშნული შეხვედრის ინიციატივა თავად სამინისტრომ გამოიჩინა.

"მოსახლეობას გააცნეს ახალი პრეპარატები. მისცეს ინფორმაცია, თუ რა საშუალებებით უნდა ებრძოლონ ამ ვირუსულ დაავადებებს. აჩვენეს ფილმი, რომელიც სპეციალურად ამ პრობლემაზე იყო გადაღებული. ჰქონდათ თვალსაჩინოებები. თავის მხრივ, მოსახლეობამ მოითხოვა ლაბორატორიის შექმნა, რომლის საშუალებითაც ადგილზე მოხდება მიწის ანალიზი. "-აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ვაზისუბანში გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ კომპეტენტური პირებისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღო. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ხასიათის შეხვედრები სხვა სოფლებშიცაა დაგეგმილი.

| Print |
FaceBook Twitter Google