სოფლის მეურნეობა
რძის ნაწარმის ბაზარზე არსებული ვითარება შეიცვალა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" ამოქმედების შემდეგ რძის პროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა.

აღნიშნული დადგენილებით, 2015 წლის 15 აგვისტოდან რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულაციის ახალი პრინციპები განისაზღვრა, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებელთა დაცვა და ბაზარზე არსებული ვითარების გამოსწორება იყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლით დგინდება, რომ დარღვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. რეგლამენტის ამოქმედებიდან 2015 წლის ბოლომდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობის დასადგენად 2000-ზე მეტი ბიზნესოპერატორი შეამოწმა.

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით, ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 150 ნიმუშს, დარღვევა 30 მათგანში გამოვლინდა, ხოლო სხვადასხვა შეუსაბამობის გამო 139 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან 3 თვის განმავლობაში დოკუმენტურად შემოწმებულია 892 ბიზნესოპერატორი.
55 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა  7 მათგანში გამოვლინდა. მთლიანობაში სხვადასხვა შეუსაბამობაზე 34 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.



| Print |
FaceBook Twitter Google