სოფლის მეურნეობა
ველისციხეში სეტყვამ 250 ჰექტარი დააზიანა
5 მაისს მოსული სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი დათვლილია.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ჯემალ შალაშვილმა აღნიშნა, სტიქიამ ძირითადად ვენახები დააზიანა.

"სარწყავი არხის ქვემოთ, დაახლოებით 250 ჰექტრამდეა დასეტყვილი. ძირითადად ვენახი და ძალიან მცირე რაოდენობით ატამი. ზარალი განისაზღვრება 10-დან 50 -პროცენტის ჩათვლით. საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა, რადგან სოფელში სეტყვა არ ყოფილა."

ჯემალ შალაშვილის თქმით, ადგილზე გუბერნიის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google