სოფლის მეურნეობა
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს სამეგრელოში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]
შიდა-ქართლის, კახეთის და ქვემო-ქართლის რეგიონების შემდეგ, საემგრელოს რეგიონში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს გაეცნენ.

ზუგდიდში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“აგროდაზღვევის“ პროექტის ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე სამეგრელოს რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა. პროექტის მენეჯერმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2 წელია, რაც მიმდინარეობს. 2016 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცმეულია 9884 პოლისი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 6,237,200 ლარს. 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებულისაკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტიიქნება. აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრისგანვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალისეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.  2014-

2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:

• გაცემულია 28,690 პოლისი
• დაზღვეული ფართობის შეადგენს 23,667 ჰა
• ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი•
ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდანსახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება
•2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 12,434,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან წელსაც 10 მილიონლარს შეადგენს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელსშეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათისუვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დაზღვევა /