სოფლის მეურნეობა
კახეთში კალიის წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ კალიის წინააღმდეგ წამლობის ღონისძიება მიმდინარეობს. ფართობის დამუშავება სამანქანო აგრეგატებით, ე.წ. თერმული ნისლით ხორციელდება.


ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეისათვის, კახეთის რეგიონში - სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში უკვე დამუშავებულია 3600 ჰა ფართობი, ქვეყნის მასშტაბით კი - 4300 ჰა ფართობი.
"კალია საშიში მავნებელია, რომელიც მნიშვნელოვნად ანადგურებს მწვანე საფარს, ნათეს ფართობებს და მოსავალს. შესაბამისად, წამლობის ღონისძიებების დროული ჩატარება აუცილებელია მავნებლის გავრცელების არეალს შემცირებისა და ნათესი ფართობების დაცვის კუთხით“  - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები უკვე მესამე წელია ინტენსიურად უახლესი ტექნოლოგიებით და ეფექტიანი პრეპარატებით ხორციელდება. შედეგად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მავნებლის გავრცელების არეალი.

| Print |
FaceBook Twitter Google