სოფლის მეურნეობა
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში დახურული სარწყავი ქსელი მოეწყო [R]
დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების 7 სოფლის წყალუზრუნველყოფის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ დახურული სარწყავი ქსელის მოწყობის პროექტი განახორციელა.


პროექტის ღირებულებაა 350 000 ლარი. 5 კილომეტრიანი მილსადენისა და კომპანიაში 2015 წელს გახსნილი მობილური მელიორაციის სამსახურის გადასატანი სატუმბი აგრეგატების მეშევობით შესაძლებელი გახდება 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა.  წელს კომპანიის მობილური მელიორაციის პარკი გაფართოვდა, რაც სარწყავი წყლის მიწოდების დამატებით შესაძლებლობას იძლევა ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის, რომლის წყალუზრუნველყოფაც სტაციონარული სატუმბი ინფრასტრუქტურის მეშვეობით არ ხდება.

კახეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სამელიორაციო ინფრასტრუქტრის 27 სარეაბილტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 180 ჰექტრამდეა გაზრდილი.
| Print |
FaceBook Twitter Google