სოფლის მეურნეობა
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურჯაანში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, გურჯაანში  მალხაზ ქლიბაძის ბაღი მოინახულეს.
მალხაზ ქლიბაძემ სოფელ მელაანშ აგოპროექტ "დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ის პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 11 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 40,977 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 398 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 1,488,103 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1,728 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 8,621,612 მილიონ ლარს.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

| Print |
FaceBook Twitter Google