სოფლის მეურნეობა
საგარეჯოში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გ-22 გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2,7 კმ სიგრძის მილსადენი მოეწყობა.

სამუშაოების დასრულები შემდეგ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 210 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მოხდება წყალუზრუნველყოფის რეჟიმის გაუმჯობესება. პროექტის  ღირებულება 274 000 ლარია და მიმდინარე წლის დეკემბრისთვის დასრულდება. 2012 წლიდან კახეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 420 კმ სამელიორაციო არხს. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 6 100 ჰექტრიდან 14 880 ჰექტრამდეა გაზრდილი, ხოლო სადრენაჟე სისტემები 3 924 ჰექტარს ემსახურება.
| Print |
FaceBook Twitter Google