სოფლის მეურნეობა
გურჯაანში საირიგაციო მომსახურების რეაბილიტაციისთვის 1 900 000 ლარი დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში საირიგაციო მომსახურება აღდგება. პროექტის ღირებულება 1 900 000 ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ აწარმოებს. .

„რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგება არხის 22-კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, მომავალი სარწყავი სეზონისათვის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მოსახლეობა 580 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს“, - განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით,  „საქართველოს მელიორაციამ“ 33 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა, რის შედეგადაც კახეთში წყლით უზრუნველყოფილი მიწის ფართობი 6 ათასი ჰექტრიდან 15 ჰექტრამდე გაიზარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google