სოფლის მეურნეობა
საქართველოდან ექსპორტზე 8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი ღვინო, რაც  2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 184%-ით აღემატება.
სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებულია 8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„იანვრის თვეში ექსპორტის მატება დაფიქსირდა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართული ღვინის ექსპორტისთვის - ზრდამ 2015 წელთან შედარებით 40%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ღვინის სექტორთან ერთად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება ყველა მიმართულებით“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (2 861 471 ბოთლი), უკრაინა (402 858), ჩინეთი (372 440), პოლონეთი (156 302) და ყაზახეთი (106 284).



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ღვინო / ექსპორტი /