სოფლის მეურნეობა
საერთაშორისო კონკურსზე კახურმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მიიღეს
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე, („საკურა“), 12 დასახელების ქართულმა ღვინომ, უმაღლესი ჯილდოები - ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
„საკურა“ საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ გაიმართა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

კონკურსში სულ 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი

გამარჯვებული ღვინოები (ორმაგი ოქრო)

ვაზიანი კომპანი - საფერავი 2015

ოქრო:
ბინეხი - საფერავი 2015;
თელავის ღვინის მარანი - კონდოლი საფერავი 2014;
თელავის ღვინის მარანი - სატრაპეზო საფერავი 2013;
მილდიანი - ქინძმარაული 2014;
ვაზიანი კომპანი - ქისი 2015;
მეღვინეობა ხარება - საფერავი 2013;

ვერცხლი:

თელავის ღვინის მარანი - მუკუზანი 2014;
მილდიანი - საფერავი რეზერვი 2011;
შუმი - საფერავი BIO 2014;
მეღვინეობა ხარება - ქინძმარაული 2014; ბესინი - ბესინი პრემიუმი (წითელი) 2013.

"ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელ ღვინოებს 2017 წლის 7 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე FoodexJapan-ზე წარადგენენ, უმაღლესი ჯილდოს - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
| Print |
FaceBook Twitter Google