სოფლის მეურნეობა
თელავის მუნიციპალიტეტში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კაკლის ბაღი გააშენეს
შპს "ვაზი-1“-მა, პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში კაკლის ბაღი გააშენა.
აღნიშნული შპს პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 11.77 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 57 801 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 1 005.13 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ  4 212 696 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


| Print |
FaceBook Twitter Google