სოფლის მეურნეობა
კახელ ფერმერებს კენკროვანი კულტურების საინვესტიციო შესაძლებლობები გაცნეს
დღეს კენკროვანთა ასოციაციის თავმჯდომარე იზოლდი ქიტესაშვილი სოფლის მეურნეობის რეგიონალურ საკონსულტაციო ცენტრთან ერთად კახელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი კენკროვანი კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა იყო.

„გვინდა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია კენკროვნების განვითარების შესახებ. ჩვენი ასოციაციის მიზანია, სწორედ წარიმართოს ამ დარგის განვითარება. ჩვენ მაყვალი 4 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. ფაქტობრივად, პირველები ვართ ამ რთულ გზაზე რეგიონში და საქართველოშიც. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ის ადამიანები, ვინც ჩვენიდან წაიღო ნერგი და გავაცანით მათთვის საინტერესო ინფორმაცია,“-აღნიშნა სასოფლო სამეურნეო კოპერატივ „გილეს“ და კენკროვანთა ასოციაციის თავმჯდომარე იზოლდი ქიტესაშვილმა.
შეხვედრას ფერმერებთან ერთად, კახეთის გუბერნატორის მოადგილე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





| Print |
FaceBook Twitter Google