სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები კახელ ფერმერებს შეხვდნენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები მობილური ექსტენციის პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონის 22 სოფელში ფერმერებს შეხვდნენ.

მათ ვენახის მოვლის, მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, დაზიანების ფორმებსა და სიმპტომებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ შემდეგ საკითხებზე: მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით - ერთწლოვანი და მარცვლოვანი კულტურების დაავადებები და მასთან ბრძოლის მეთოდები, აგროდაზღვევა და მარცვლოვანი კულტურების მეთესლეობა;  მეცხოველების მიმართულებით - რეგიონში ვეტერინარიასთან დაკავშირებული საკითები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; მეფუტკრეობის მიმართულებით - მოვლა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები.

მობილური ექსტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაისში შიდა ქართლის რეგიონის 16 სოფელში ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევენ. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერი გადაამზადა.
| Print |
FaceBook Twitter Google