სოფლის მეურნეობა
ინდაურების ფერმა იორმუღანლოში [Video]
56 წლის ვალეჰ ჯამალოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში ცხოვრობს. რამდენიმე წელია იორმუღანლოს თემში ინდაურების ფერმა გააკეთა, ერთ ჰექტარზე „ჩანდლერის“ ჯიშის კაკალი გააშენა და რამდენიმე სკა ფუტკარიც ჰყავს.
ყველაფერი 200 დედა ინდაურით დაიწყო, მიმდინარე წელს კი ინკუბატორს მიაკითხა და კიდევ 900-მდე ჭუკი ფერმაში მიიყვანა. საქმეს ოჯახის წევრებთან ერთად უძღვება. ამბობს, რომ დამხმარე პერსონალის დასაქირავებლად შესაბამისი ფინანსები არ აქვს.
რეალიზაციას იორმუღანლოს ბაზარში ახდენს, შარშან კი გორში კერძო პირს მიჰყიდა.

-„ინდაურს, ქათამისგან განსხვავებით, სხვა მოვლა და ხელშეწყობა სჭირდება. 3000 ფრთას ერთ ოთახში ვერ შეუშვებ, როგორც წიწილას. ამიტომ დიდი შენობაა საჭირო, რისი თანხაც ამ ეტაპზე არ მაქვს.“

ამბობს, რომ ჯერ განვითარებული ფერმერი არ არის, მომავალში კი თუ გარემო პირობებმა ხელი არ შეუშალა, მეურნეობის გაფართოებას გეგმავს.

სახელმწიფო პროექტით აქამდე არასოდეს უსარგებლია. თუკი დაფინანსება ექნება, აპირებს ინკუბატორი თვითონ ააშენოს და რამდენიმე ადამიანიც დაასაქმოს.
| Print |
FaceBook Twitter Google