სოფლის მეურნეობა
ცოფის ვირუსებს თანამედროვე მეთოდებით გამოიკვლევენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდს ამუშავებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მიმდინარეობს სწავლება ცოფის ვირუსის ახლებური მეთოდით გამოკვლევაზე.
ლაბორატორიის სპეციალისტები ამუშავებენ ცოფის ვირუსის იდენტიფიკაციის (სექვენირების) მეთოდს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ცოფის კვლევა მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის) დონეზე. უწყების ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში. საქართველოში ცოფის დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ტარდება.

ლაბორატორია აღჭურვილია ბიოუსაფრთხოების კაბინით და თანამედროვე მიკროსკოპით, განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც გავლილი აქვთ არაერთი სწავლება სხვადასხვა საერთაშორისო, საცნობარო
ლაბორატორიის სპეციალისტებთან.


| Print |
FaceBook Twitter Google