სოფლის მეურნეობა
კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 33 მილიონ ლარამდე მიაღწია
რთველის მიმდინარეობის პროცესს დღეს კახეთის გუბერნატორი გაეცნო. ირაკლი ქადაგიშვილი რთველის შტაბის წევრებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მდებარე კომპანია ,,მილდიანში" იმყოფებოდა.
მისი თქმით, კახეთში მევენახეების შემოსავალმა 33 მილიონ ლარამდე მიაღწია. ბოლო მონაცემებით, რეგიონში გადამუშავებულია 30 ათასზე მეტი ტონა ყურძენი, აქედან 12 ათასი ტონა რქაწითელი, 15 ათასი ტონა კი საფერავია.

რთველი 2017-ის საკოორდინაციო შტაბში 157 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებულია, ხოლო ყურძნის გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 80.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი / ყურძენი /